LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პოლონელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

381
ღვინის ტური

პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „People PR” ორგანიზებით, საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა.

8 კაციანი ჯგუფის  შემადგენლობაში იყვნენ ღვინის იმპორტიორები, კომერციული სექტორის და მარკეტინგული კომპანიის „People PR” წარმომადგენლები.

სტუმრები, ტურის ფარგლებში, ქართლისა და კახეთის რეგიონებში იმყოფებოდნენ, სადაც ღვინის საწარმოები დაათვალიერეს, ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, ადგილზე  დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართული ღვინოები.

ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩატარდა თბილისშიც, სადაც წარმოდგენილი იყო  ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანიის სხვადასხვა ღვინო. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა  პოლონელი პროფესიონალებისგან შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 5 მილიონამდე ბოთლი ღვინო. ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g