LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა

113
431526053_797032542457761_7569528613828610732_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრაზე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში განხორციელებულ და დაგეგმილ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც მგზავრთნაკადის გამტარობის გაზრდას ისახავს მიზნად.

კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება ჩამოფრენის ტერმინალის გაფართოების სამუშაოები, რაც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რიგების შემცირებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო TAV Airports Holding-ის მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებებს. აღინიშნა, რომ ჰოლდინგის უმსხვილესი აქციონერია ფრანგული ADP ჯგუფი, რომელიც TAV Airports-თან ერთად მსოფლიოს 29 ქვეყნის 108 აეროპორტშია წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები