საქართველს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს სთხოვს, რომ გაამარტივოს პროცედურები ორმაგი მოქალაქეობის მისანიჭებლად. ამის შესახებ მან ქართული დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.
მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტს უკვე დაგეგმილი აქვს. გიორგი მარგველაშვილის თქმით არსებული კანონი მოქალაქეობის მიღების პროცესს ანელებს.
”თუ იქნება ბევრად უფრო ლიბერალური მიდგომა საკითხისადმი, ორმაგი მოქალაქეობის მიღების საკითხზე არ იქნება რთული პროცედურები გასატარებელი, რაც ახლა არის განსაზღვრული. ეს ჩემთვის სასიხარულო იქნება და მივესალმები კანონის რაც შეიძლება სწრაფად მიღებას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.