13 აპრილიდან ამატებს თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებაზე საქართველოს რკინიგზა ახალ შემადგენლობას ამატებს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახალი შემადგენლობა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად გამოიყო.
მათი ცნობით, 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი რეისებს 13, 14, 15, 17 და 18 აპრილს შეასრულებს.
რეისები შესრულდება ახალი განრიგით. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 08:50, ზუგდიდში ჩავა 14:15, ზუგდიდან გამოვა 19:15 და თბილისში ჩამოვა 00:35.
ასევე, ღამის სამგზავრო მატარებელს თბილისი-ზუგდიდი-თბილისი (№602/601) და ღამის და დღის სამგზავრო მატარებლებს, რომლებიც მოძრაობენ თბილისი-ოზურგეთი-თბილისის (№654/653 და №12/11) მიმართულებით ემატება სხვადასხვა კლასის სამგზავრო ვაგონები.
ბილეთები იყიდება, როგორც საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტის მეშვეობით.