LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა

340
ლაშა აბაშიძე

საქართველოში სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ახალ მიმართულებაზე იმოძრავებენ – საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, მოდერნიზაციის პროექტი გახსნა.

ლაშა აბაშიძის განცხადებით, საქართველოს რკინიგზაში საუკუნის პროექტი დასრულდა, რომელიც ქვეყნის როლს სატრანზიტო დერეფანში კიდევ უფრო გააძლიერებს.

მოდერნიზაციის პროექტის ამოქმედების შემდეგ, რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება, სატრანზიტო დრო კი მნიშვნელოვნად შემცირდება. უღელტეხილის მონაკვეთზე ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ტვირთების უფრო ეფექტურ და სწრაფ გადაზიდვას შეუწყობს ხელს. მეორე მხრივ კი, სამგზავრო მატარებლების მსვლელობის დროს შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ დღეს „შუა დერეფანი“ საქართველოს რკინიგზის მთავარი გამოწვევაა. ახალი ხაზის ამოქმედება კი კომპანიას „ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტში“ მეტად ეფექტურსა და მიმზიდველს გახდის.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g