LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზამ თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

108
Capture

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ ყაზახეთში გამართულ ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მე-7 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა განიხილეს და ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც  ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთზე სატვირთო გადაზიდვების წარმოებასა და ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს. რეგლამენტის მიხედვით, სარკინიგზო ხაზის გამართული ფუნქციონირების,  კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და სამომავლოდ ახალი ტვირთების მოზიდვის მიზნით, განისაზღვრა:

  • სატვირთო გადაზიდვების ოპერაციების წარმოების ოპტიმიზირებული ვადები;
  • რკინიგზებს შორის პასუხისმგებლობის  განაწილების, პროცესში ჩართული მხარეების კოორდინაციისა და ურთიერთკონტროლის  მექნიზმები;
  •  სატარიფო პირობები; 
  • ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით ინფორმაციული გაცვლის პრინციპები.

სამმხრივ შეხვედრაზე რკინიგზის ხელმძღვანელებმა ასევე აღნიშნეს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებაზე ტვირთმფლობელებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი მიწოდების ვადებია, შესაბამისად ამ საკითხზე მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g