LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზაში ინფრასტრუქტურული გაჯანსაღება გრძელდება

437
საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ ქვიშხეთი-ხაშურის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები  დაათვალიერა.

3 კილომეტრიან მონაკვეთზე ლიანდაგის კაპიტალური სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალის აღნიშნულ ტერიტორიაზე მატარებლების მოძრაობის სიჩქარე 100კმ/სთ-მდე გაიზრდება. ობიექტზე 200-მდე თანამშრომელი და მძიმე ტექნიკა მუშაობს.

ზაფხულის სეზონისთვის, როგორც დაანონსებული იყო, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო შემცირდება. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის ლაშა აბაშიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული გაჯანსაღება საქართველოს რკინიგზაში მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მატარებლების სიჩქარის მატებას, მეორე მხრივ კი, მგზავრებისთვის მეტი კომფორტის შექმნას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g