LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება

105
f5817335-1e96-4b7c-b17f-60fd33a7c032

საქართველოს რკინიგზისგენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში მშენებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ქალაქ ბელგრადში, შეხვედრები გაიმართა. შეხვედრას სერბეთის მხრიდან მინისტრის მოადგილე ლაზარ რადაკოვიჩი, სერბეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის საკითხების დირექტორი, „Serbia Cargo“-ს გენერალური დირექტორი, სერბეთის რკინიგზის კომერციულ-სატრანსპორტო ოპერაციების დირექტორი და ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორი ესწრებოდნენ.

დავით ფერაძემ სერბ კოლეგებს ის სატრანზიტო შესაძლებლობები გააცნო, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონისა და მის მეზობელ ქვეყნებს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის წევრ ქვეყნებთან ერთად სთავაზობს. სერბულ მხარეს აღნიშნული მარშრუტის კომერციული და ლოგისტიკური უპირატესობებიც გააცნეს და ახალი ტვირთების მოზიდვის მიზნით ხედვები გაუზიარეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეხვედრაზე გაცვლილი ინფორმაციის საფუძველზე თანამშრომლობის კონკრეტული სფეროების გამოკვეთის მიზნით დამატებით ღონისძიებებს დაგეგმავენ.

აღნიშნულისათვის, უახლოეს პერიოდში, საქართველოს სერბეთის რკინიგზის მენეჯმენტი ეწვევა და მხარეთა შორის თანამშრომლობის კონკრეტული სამოქმედო გეგმა შემუშავდება.​

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები