პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოს საგარეო ვალი, კრიტიკულ ზღვარზეა და 60,1%-ს შეადგენს.
მისი თქმით, მთავრობაში მთელი რიგი ღონისძიებებია გათვალისწინებული, იმისთვის, რომ მომავალ წელს ქვეყანაში მონეტარული სტაბილურობა გვქონდეს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს პარამეტრი შემცირდეს, ჩამოსცილდეს 60%-ს და ასევე შემცირდეს ბიუჯეტის დეფიციტი. ამისთვის, როგორც მთავრობა გვეუბნება, მთელი რიგი ღონისძიებებია გათვალისწინებული. პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის, რომ შემცირდეს როგორც საგარეო ვალი, ისე ბიუჯეტის დეფიციტი, რათა მომავალ წელს ქვეყანაში გვქონდეს მონეტარული სტაბილურობა”, – განაცხადა კოვზანაძემ.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს განიხილავენ. დოკუმენტის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის გამო ეკონომიკური პარამეტრები გაუარესებულია.