LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საინვესტიციო კლიმატი იმდენად მდგრადია გარე შოკების მიმართ, პანდემიამაც ვერაფერი დააკლო – მინისტრი

109
153610148-3799713920118239-5384621635033031449-o

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და შავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მომპოვებელ კომპანია OMV petrom-ს შორის, შავ ზღვაზე ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდება.

ნათია თურნავას განმარტებით, ფაქტი, რომ ასეთი დიდი ჯგუფი პანდემიის მიუხედავად საქართველოში შემოდის, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს საინვესტიციო კლიმატი იმდენად მდგრადია გარე შოკების მიმართ, რომ პანდემიამაც ვერაფერი დააკლო.

„მთავრობამ განიხილა და მოიწონა პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, რომელიც დაიდება ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და შავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მომპოვებელ კომპანია OMV petrom-ს შორის. კომპანია OMV petrom-მა გაიმარჯვა შავ ზღვაზე ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების ტენდერში 2020 წლის ზაფხულს, ეს იყო პანდემიის შუა პერიოდი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ამ ტენდერში მსხვილმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და სურვილი გამოხატა საქართველოში საქმიანობის, ნავთობის და გაზის მოპოვების სფეროში“,- განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, OMV petrom-მა ცნობილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი საბადოზე ჩატარებული კვლევებითა და ნავთობის მოპოვებით. მათ შორის ერთ-ერთი უმსხვილესი საბადო რუმინეთში, ე.წ. დომინო1 მან აღმოაჩინა 2012 წელს. „ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასევე წარიმართება მისი საქმიანობა საქართველოში, ბევრი ახალი აღმოჩენა იქნება და დიდი წვლილი იქნება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში იმიტომ, რომ ნავთობის მოპოვება არის პერსპექტიული დარგი, არის მაღალი ინტერესი და ჩვენც დიდ იმედებს ვამყარებთ ამ კომპანიაზე“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g