მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა და ცნობილმა ბიზნესმედია ჰოლდინგმა, Financial Times-ის ჯგუფის წევრმა, fDi Intelligence-მა საქართველოს შესახებ სპეციალური გამოცემა მოამზადა, რომელშიც ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და სამომავლო გეგმებია ასახული.
„Georgia Pushes its Boundaries – The Country is Positioning Itself as the Next Global Trade Hub“ – გამოცემა საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ეხმაურება და მოიცავს როგორც მაღალი პოტენციალის მქონე სექტორების მიმოხილვას, ასევე ინტერვიუებს არსებულ ინვესტორებსა და ეკონომიკური მიმართულებების წარმომადგენლებთან.
აღნიშნული გამოცემა, fDi Intelligence Magazine-თან ერთად, როგორც ბეჭდურ, ასევე ელექტრონულ ფორმატში გამოვიდა.
მნიშვნელოვანია, რომ fDi Intelligence Magazine-ს 15,500-მდე გამომწერი ჰყავს, საიდანაც თითქმის 85% მულტინაციონალური კომპანიების მაღალი დონის მენეჯერები არიან. ამასთან, fDi Intellegence Magazine ვებგვერდს 36,000 რეგისტრირებული გამომწერი ჰყავს, საიდანაც დაახლოებით 54% მაღალი დონის მენეჯერები, ან საინვესტიციო კონსულტანტები არიან.
ანგარიშის გასაცნობად გადადით შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2UoTIzW