LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული უნარების განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას იწყებს

136
24

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა გერმანიის მთავრობის დაფინანსებით იწყებს ახალ პროექტს „GCCI მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულებისთვის“.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში (თბილისის გარდა) მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული უნარების განვითარებას. პროექტის პირველ ეტაპზე  შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ სიღრმისეული ციფრული ბიზნეს საჭიროებების დიაგნოსტიკა, აღნიშნული შედეგების საფუძველზე წამყვანი ექსპერტების მიერ შემუშავდება მათ საჭიროებებზე მორგებული უნიკალური ტრენინგ პროგრამა. ტრენინგების პარალელურად მონაწილეები ისარგებლებენ დარგის წამყვანი ექსპერტების მაღალკვალიფიციური ინდივიდუალური კონსულტაციებით.

პროექტი შესაძლოა მოიცავდეს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორებიცაა: კიბერუსაფრთხოება, ციფრული მარკეტინგი (სოციალური მედია), ხელოვნური ინტელექტი და მისი ავტომატიზაცია, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება, პროგრამული უზრუნველყოფა (HR ადმინისტრირება; ბუღალტერია; გადახდები), მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა, ელექტრონული კომერცია, ონლაინ გადახდები და სხვა.

პროექტში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

მონაწილეობისთვის აუცილებელია აპლიკაციის შევსება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 25 თებერვალი.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

პოპულალურები