LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სავალუტო რეზერვებმა $5 მილიარდს გადააჭარბა

122
ეროვნული ბანკი

2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში სავალუტო რეზერვების ზომამ 5,003,000,000 დოლარი შეადგინა, რაც რეზერვების მაქსიმალური მოცულობაა. განახლებულ სტატისტიკას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

უწყების ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეზერვები 973 მილიონი დოლარით, ანუ 24%-ით არის გაზრდილი.

რეზერვების მატების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ უკანასკნელ პერიოდში სავალუტო ბაზრიდან აშშ დოლარის შესყიდვაა.

სავალუტო რეზერვების მოცულობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ინდიკატორია, რადგანაც მას ეკონომიკური კრიზისების პირობებში სახელმწიფო ვალუტის მასტაბილურებლის როლის შესრულება შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g