საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგურის კომპლექსური შემოწმება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შემოწმების მიზანია საზღვაო ნავსადგურების შესაბამისობის დადგენა საერთაშორისო ნორმებსა და საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში.
აღსანიშნავია, რომ საზღვაო ნავსადგურების გამართული მუშაობა პირდაპირ კავშირშია ტვირთების და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებასთან საქართველოს ტრანზიტულ კორიდორში.
სამინისტროს ცნობით, სააგენტო, როგორც საზღვაო დარგის ტექნიკური მარეგულირებელი უწყება, ცდილობს საერთაშორისო ნორმებისა და კარგი საზღვაო პრაქტიკის დანერგვას საქართველოს საზღვაო სივრცეში და შემოწმებებს რეგულარულად ატარებს.