LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 281 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

72

დღეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 281 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების ცერემონიალი სოფელ შინდისში, 2008 წლის აგვისტოს გმირების მემორიალთან გაიმართა.

უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელობის საწყის საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტებმა  საბრძოლო  მომზადების სამთვიანი კურსი გაიარეს. კურსის  განმავლობაში  ისინი  სადისციპლინო  წესდებას, ტაქტიკას, საცეცხლე მომზადებას, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს  დაეუფლნენ.

ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. დღეიდან  ისინი  სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ოთხწლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს გაივლიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g