LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ქადაგიშვილი:„საქართველოსთვის არავის არცერთი შეიარაღება არ მოუწოდებია. თუ რაიმე შევიძინეთ, ესეც საბაზრო ფასებით – გაშმაგებით გვებრძვიან, არ ასვენებთ პოლიტიკური შურისძიება, რადგან საქართველო მშვიდობას ინარჩუნებს“

147
ირაკლი ქადაგიშვილი

„ამდენი წლის განმავლობაში საქართველოსთვის არავის არცერთი შეიარაღება არ მოუწოდებია. თუ რაიმე შეიარაღება შევიძინეთ, ესეც საბაზრო ფასებით შევიძინეთ. აქედან გამომდინარე, 27-30 მილიონი ოთხ წელზე გაწერილი ავტომატის ყიდვის თანხაც კი არ არის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით დეპუტატი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა“.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, რეალურად, საქართველოს დასავლური ფინანსური მხარდაჭერა არ აქვს და წლების განმავლობაში დასავლეთიდან ძირითადი დახმარება ენჯეოსექტორზეა მიმართული.

შალვა პაპუაშვილი: 2014-ში, 150 ჯარისკაცის გაგზავნით „ოცნებამ” EU-ის სამხედრო მისია გადაარჩინა

„ამდენი წლის განმავლობაში საქართველოსთვის არავის არცერთი შეიარაღება არ მოუწოდებია. თუ რაიმე შეიარაღება შევიძინეთ, ესეც საბაზრო ფასებით შევიძინეთ. აქედან გამომდინარე, 27-30 მილიონი ოთხ წელზე გაწერილი ავტომატის ყიდვის თანხაც კი არ არის. ეს არის თვითდამაზიანებელი განცხადებები.

ამით თავდაცვისუნარიანობა კი არ ზიანდება, არამედ ვხედავთ, რომ ეს პოლიტიკური ძალები თანახმა არიან, საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციას პირდაპირ დაარტყან, მასზე იერიში მიიტანონ, ოღონდ კი, რეალიზებული იყოს თავიანთი პოლიტიკური მიზანი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების წინ იყოს რეანიმირებული და რამენაირად ხელისუფლებაში მოიყვანონ.

იაგო ხვიჩია: „არც აქამდე უნდა მიეცათ ფული სახელმწიფო უწყებებისთვის – შენ თუ მთავრობას აძლევ ფულს და ის ამ ფულს ხარჯავს, გამოდის, რომ დააფინანსე მთავრობა და არა ქართველი ხალხი“

აღნიშნულით დეპუტატი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის გან­ცხა­დე­ბის გამოეხმაურა და თქვა, რომ ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მოს­წორ­დე­ბა, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბას შეძ­ლებს.

მათი ხელისუფლებაში მოყვანის შემთხვევაში, საქართველოს რა ბედი ეწევა, ეს უკვე ქართველმა ხალხმა განსაჯოს. როგორც ჩანს, ამ ხალხს საქართველოს მიმართ სულ სხვა პოლიტიკური გეგმები აქვს, რადგან პროგრესი და წინსვლა, რასაც უკრაინისა და მოლდოვის სახით გვიყენებენ, ჩვენ ასეთი წინსვლა არაფერში გვჭირდება. თავდაცვა ყველაზე რეიტინგული ინსტიტუციაა და უნდათ, ბზარი შეიტანონ. რეალურად, საქართველოს დასავლური ფინანსური მხარდაჭერა არ აქვს.

მამუკა ხაზარაძე: „წვრთნების გაუქმება, ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება – ეს ბოლო სამი დღის ამბებია, კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო?“

წლების მანძილზე რეალურ ფინანსურ დახმარებას დასავლეთიდან არ ვიღებთ, თუ რამეა, მცირე გრანტი და კრედიტია, რაც ნებისმიერი საერთაშორისო ბანკიდან შეგიძლია აიღო. ძირითადი დახმარებაა ენჯეოსექტორის, რისი გასაჯაროებაც არ უნდათ. უკვე ეჭვი მეპარება, უხარიათ თუ არა, რომ საქართველო ეკონომიკურად ვითარდება და დამოუკიდებლად შეგვიძლია თავდაცვის დაფინანსებაც და სხვაც.

ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაშმაგებით გვებრძვიან. დღე არ გავა, არ დაიდოს კვლევა, სადაც ჩანს, რომ საქართველო რიგი მიმართულებებით ლიდერი სახელმწიფოა. პოლიტიკური შურისძიება არ ასვენებთ, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, თავის არჩევანზე მყარად დგას. როცა ვამბობთ, რომ მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ და საქართველომ უარი განაცხადა, ამაზეა შურისძიება“. – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პეტერ ფიშერი: „საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივედით ძალიან რთულ მომენტამდე, საქართველოს მთავრობის კურსის გამო, გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, რაც ახლა ევროკავშირის პოლიტიკაა“

პოპულარულები