LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს სტუმართმოყვარეობა ახალ ეტაპზე გადადის

237
66214161_1600245420112561_6410961145728860160_o

ახალი წამოწყება საქართველოში – wrokfromgeorgia – პირველი ვირტუალური პლატფორმაა digital nomads-ისთვის. ადამიანებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ და ამავდროულად მუშაობენ, სამუშაო სივრცის უფასოდ გასაზიარებლად. პროექტი უკვე აქტიურია და მზადაა დაარეგისტრიროს როგორც მოგზაურები, ასევე ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიები. პლატფორმის მთავარი მიზანია, digital nomads-თვის შექმნილი ქსელის დახმარებით ქართული ტურიზმის განვითარება.

პროექტის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ყვება თუ როგორ დაიბადა ეს იდეა:

“მოცემულ სიტუაციაში, ჩვენც ვფიქრობდით, თუ რა ხერხით შეგვეძლო ტურიზმის მხარდაჭერა. იდეა კი ჩვენი სამიზნე აუდიტორიისგან – ტურისტებისგან გაჩნდა. აღმოვაჩინეთ, რომ ტურისტების ერთ-ერთი სეგმენტი (ე.წ. Digital Nomads) სწრაფად მზარდი ჯგუფია. გაჩნდა კითხვა, რატომ არ უნდა დავპატიჟოთ ეს ადამიანები ჩვენ სააგენტოში? კარგია ის არის, რომ ამ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, ხოლო ცუდია, რომ თავისუფალი ადგილების სიმცირეა. თუმცა ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს, ერთად დგომით კი ასობით და ათასობით სტუმრის გამასპინძლებას შევძლებთ.“

ვირტუალური, საერთო სამუშაო სივრცე www.workfromgeorgia.com უფასო პლატფორმაა, სადაც ნებისმიერი კომპანია, მცირე სტარტ-აპიდან დაწყებული, დიდი კორპორაციით დამთავრებული, შეძლებს მასპინძლად დარეგისტრირებას. ყველა მოგზაური, ნებისმიერი ქვეყნიდან შეძლებს სამუშაო ადგილის დაჯავშნას და დარჩენას.

ინიციატივას უკვე შეუერთდნენ ცნობილი და მსხვილი კომპანიები. საქართველოს ბაზარზე არსებული კომპანიები კარს გაუღებენ და თავიანთ ოფისებში მოიპატიჟებენ სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მედია, ბლოგერები, ინფლუენსერები კი საქართველოს სტუმართმოყვარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g