LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კიდევ ერთი უმძიმესი დანაკლისი განიცადა“ – სტუ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

426
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მესამე კურსის სტუდენტის, საბა მეტრეველის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს ახალგაზრდის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კიდევ ერთი უმძიმესი დანაკლისი განიცადა. ტრაგიკულად დაიღუპა 21 წლის ახალგაზრდა, ჩვენი უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორსო ურთიერთობათა საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი – გულისხმიერი, ნიჭიერი, გამორჩეულად კომუნიკაბელური და სიკეთით აღსავსე საბა მეტრეველი – ქარელის მუნიციპალიტეტის მკვიდრი.

სამძიმარს ვუცხადებთ საბა მეტრეველის ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს, თანავუგრძნობთ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ჩვენი სტუდენტის სახელს მოუშუშებელ იარად ვიტოვებთ“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქა­რელ­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ახალ­გაზ­რდა ბიჭი, საბა მეტრეველი ემსხვერპლა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანს სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„ჩვენი რაიონი კიდევ ერთ ახალგაზრდას გლოვობს“ – ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g