LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 25 990 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის 6980 არასრულწლოვანია – ანდრეი კასიანოვი

37
Untitled design

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში უკრაინის 25 990 მოქალაქე იმყოფება.

კასიანოვის თქმით, მათ შორის 6980 არასრულწლოვანია.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კასიანოვმა იმ პროგრამებზეც ისაუბრა, რომლით სარგებლობაც საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ:

„მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს, თბილისის ამერიკულმა ჰოსპიტალმა განაცხადა, რომ ამერიკული სამთავრობო გიგანტური კორპორაციიდან კიდევ ერთი ტრანში მიიღო, რამაც საშუალება მისცა, მიმდინარე წლის ივნისში დაწყებული, უკრაინის მოქალაქეების უფასო მომსახურების პროგრამა გაეგრძელებინა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის ივნისის ბოლოდან თბილისში ამერიკულ ჰოსპიტალში უკრაინის 2 700-ზე მეტმა მოქალაქემ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიიღო, ამავდროულად, ჩატარდა 552 ქირურგიული ჩარევა, 10 ათასზე მეტი ლაბორატორიული გამოკვლევა, ხოლო სამედიცინო პროცედურების საერთო რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა“, – თქვა ანდრეი კასიანოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები