LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ

142
natosxomaldebi

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობა შემოვიდა.  შენაერთის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი „HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი). ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები და საქართველოს  სანაპირო დაცვის ორი ხომალდი – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ ერთობლივ
წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნების მიზანია საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთს – SNMG2  შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ უმასპინძლა.

ფოთის პორტში სტუმრებს, ასევე, დახვდნენ  სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პირველი რანგის კაპიტანი თემურ
კვანტალიანი, პოლონეთის ელჩი საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობისა  და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში, კომოდორი საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს შეხვდება. ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები, კულტურული და სპორტული
ღონისძიებები.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 4 აპრილს დატოვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g