LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ფრანგი ინფლუენსერები გაეცნენ

106
ინფლუენსერები

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ავიაკომპანიასთან Transavia ერთობლივი თანამშრომლობით, საფრანგეთიდან 8 ინფლუენსერს უმასპინძლა.

ინფლუენსერებმა, ტურის ფარგლებში, თბილისი, მცხეთა, ანანური და სტეფანწმინდა მოინახულეს, გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, კულტურასა და კულინარიას, დააგემოვნეს ქართული ღვინო, გაეცნენ ღვინის მომზადების წესებს.

ფრანგმა ინფლუენსერებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სოციალურ ქსელებსა და პლატფორმებზე ვიდეორგოლები, სთორები, რილსები და პოსტები მოამზადეს. ტურის მიზანი საფრანგეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და საქართველოს ცნობადობის ამაღლება.

შეგახსენებთ, ავიაკომპანიამ Transavia პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირი  რეგულარული ფრენები აპრილიდან დაიწყო. რეისები კვირაში ორი სიხშირით სრულდება.

magti 5g