საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 45 კერძო კომპანიასთან ერთად, ინდოეთში, მუმბაიში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. საქართველო OTM 2025-ზე ეროვნული სტენდითაა წარდგა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით ინდოეთის უმსხვილესი ტურისტული სააგენტოების, კომპანიების, პლატფორმებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებმა კი ინდოეთის ტურისტულ კომპანიებთან, თანამშრომლობის მიზნით, მოლაპარაკებები აწარმოებს.
OTM 2025-ზე 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.