LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ყაზახეთში საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან

107
ყაზახეთი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთში, ალმათის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ცენტრალური აზიის ქვეყნებში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ ღონისძიებაზე საქართველოდან 10-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაა წარმოდგენილი, მათ შორის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, რამდენიმე ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმრო. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, გამოფენის ფარგლებში, შეხვედრებს ატარებს ყაზახური ავიაკომპანიების, მარკეტინგული კომპანიების, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

KITF 2025-ზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ ყაზახ ტუროპერატორებთან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.

საქართველოს სტენდთან სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ვიზიტორებს ქართული ტკბილეულის გასინჯვის საშუალებაც ჰქონდათ.

KITF 2025-ზე 63 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და კომპანიაა წარმოდგენილი.

magti 5g