LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს უცხოელი მხატვრები ესტუმრებიან

71

საერთაშორისო სამხატვრო ფესტივალისთვის საქართველოს უცხოელი მხატვრები ესტუმრებიან. ფესტივალის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია “Voice From Georgia”. როგორც „ფორტუნას“ ფესტივალის  ორგანიზატორმა, გიორგი ტაბლიაშვილმა განუცხადა, 12 ქვეყნიდან 16 მხატვარი საკუთარ ნამუშევრებს წარმოადგენს.  რიგით მე-4 საერთაშორისო სამხატვრო ფესტივალი  მცხეთაში გაიხსნება. 18-25 მაისის ჩათვლით სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში მოეწყობა ხატვის პროცესი და ვორკშოპები.
გამოფენა მცხეთის ცენტრალური მოედნის ბაღში 26 მაისს 14:00 საათზე გაიხსება.
უკვე 27 მაისს, გამოფენა თბილისში გადაინაცვლებს და 18:00 საათზე პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში გაიხსნება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მხატვრები საქართველოდან, ინგლისიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან, იაპონიიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ კორეადან, ინდოეთიდან და სხვ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g