LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას კიბერთავდაცვის გაძლიერებაში ვეხმარებით” – ჟოზეფ ბორელი

55
ჯოზეპ-ბორელი

საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას კიბერთავდაცვის გაძლიერებაში ვეხმარებით, – აღნიშნულის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე აგრესიამ გახშირებული კიბერთავდასხმები გამოიწვია.

“ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს მუშაობას ჩვენი პარტნიორების კიბერთავდაცვის უნარიანობის დასახმარებლად. ჩვენ ამას ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით ვაკეთებთ, ვეხმარებით უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას და ჩვენ გვსურს პარტნიორობა გავაძლიეროთ სხვებთან, კერძოდ დასავლეთ ბალკანეთთან, სადაც ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა მაგალითად ალბანეთი, კიბერთავდასხმების მსხვერპლია”, – აცხადებს ჟოზეფ ბორელი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

magti 5g