LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უპრინციპო და უსინდისო ადამიანია” – მეუფე პეტრე

meupe petre

ჭყონდიდის მიტროპოლიტ, მეუფე პეტრეს განცხადებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე ტომოსის გამოცემის შემდეგ მიიღებს.

„უკრაინის საკითხზე მოვლენებს დაველოდებით, ტომოსის გამოცხადებას და ა.შ. სინოდის სხდომაზე საბოლოოდ გადაწყდება. ეკლესია აუცილებლად დაუჭერს მხარს ყველა სამართლიან გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის სწორ მოთხოვნას,“ – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

იყო თუ არა ​ერთსულოვანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ სინოდის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმესაც შეეხო.

„სამწუხაროდ, ციანიდთან დაკავშირებით კათოლიკოს პატრიარქმა თავი შეიკავა ამ საკითხის განხილვისგან. ძალიან გულდასაწყვეტია და მიმაჩნია, რომ არასწორი და არაჯეროვანია მსგავსი პოზიცია,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის არშეწყალებას, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უპრინციპო და უსინდისო ადამიანია“.