LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ყოველი უჯრედი მენატრება, მაგრამ მეშინია ექსცესების – სააკაშვილი

150810115243

“ყოველი უჯრედიც მენატრება, სიმართლე გითხრათ. მათ ეშინიათ ჩემი და მე არ მეშინია მათი. მე მეშინია ექსცესების” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ივანიშვილი არ უშვებს. ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ “საბოლოო ჯამში, ივანიშვილი აუცილებლად ჩაჯდება ციხეში”

“რა თქმა უნდა, მენატრება და უზომოდ ერთგული ვარ ჩემი ქვეყნის. მენატრება საქართველოს ყოველი კვადრატული მეტრი, ყოველი უჯრედი. რა თქმა უნდა, მინდა, ქართველ ხალხს დავეხმარო პირადადაც, ფიზიკურადაც ამ უბედურებისგან მშვიდობიანად გათავისუფლებაში და კიდევ უფრო მეტი ძალმომრეობის, ძალადობის და გაუბედურების თავიდან აცილებაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ თავიდან ავიცილოთ მაქსიმალურად ექსცესები. მე მეშინია ჩვენი ხალხი არ დაზარალდეს, რომ თავისთავად ამას არ მოყვეს ის, რაც შემდეგ შეუბრუნდება საქართველოს და არა მხოლოდ ივანიშვილს”— ამბობს სააკაშვილი

სააკაშვილს ველისციხეში განვითარებულ პროცესებზეც მოუწია კითხვებზე პასუხის გაცემა. წამყვანმა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავების კონტექსტში ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა სააკაშვილი, რომ ოპოზიცია არასწორად მოიქცია 16 დეკემბერს, ინაუგურაციის პარალელურად, მომხდარი არეულობისას, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა:

“საქართველოში თუ პოლიცია იტაცებს ქუჩაში ადამიანს, როდესაც მოიტაცეს აფგან მუხთარლი, ის პოლიცია იყო? ისინი ჩვეულებრივი ბანდიტები იყვნენ. თუ პოლიცია ვიღაცას სცემს, თუ პოლიცია ქურდებს მიიყვანს და ქურდებს აცემინებს ადამიანებს, თვითონ კი იქვე დგას, თუ პოლიცია თვითონ არის დაკავებული პირადი ანგარიშსწორებით და ა.შ. – ეს ხომ აღარ არის პოლიცია”? – 

ის ადამიანები, ვინც პოლიციაში არღვევენ კანონს, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავსაჯოთ, ჩვენ არ უნდა ვცემოთ და რაღაც. ეს ნამდვილად არ არის ჩემი სტილი და ცხოვრებაში ფიზიკურად ნაღდად არავიზე გამიწევია, მაგრამ ის, რომ ამ შემთხვევაში, პოლიცია ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ ივანიშვილის მეთაურობით გადააქცია კრიმინალური სისტემის ჩვეულებრივ დანამატად”, – თქვა სააკაშვილმა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიუხედავად შედეგისა ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა –  “კირკიტაძემ და მისმა თანამებრძოლებმა გამოგლიჯეს” გამარჯვება “ქართულ ოცნებას”.ყოფილმა პრეზიდენტმა კირკიტაძის დაპატიმრებას უწოდა “შურისძიება” იმის გამო, რომ მან მოახერხა, რუსთავში გრიგოლ ვაშაძეს გაემარჯვებინა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g