LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ზამთრის სპორტის რომელიმე სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურს

39

საქართველომ შესაძლოა ზამთრის სპორტის რომელიმე სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

შვეიცარიაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გაიმართა ზამთრის სპორტის სახეობების ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, ასევე შვეიცარიის და ავსტრიის სათხილამურო ფედერაციების პრეზიდენტებთან.

„საუბარი გვქონდა საქართველოში ზამთრის რომელიმე სახეობაში მსხვილი საერთაშორისო მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესახებ. მოგეხსენებათ, ამას სჭირდება მომზადება და იქ არის უკვე გამოკვეთილი ქვეყნები რამდენიმე წლის განმავლობაში. დაახლოებით 5-წლიან პერსპექტივაში არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ შევიტანოთ განაცხადი და წარმატებით მივიღოთ უფლება, რომელიმე სახეობაში, შეიძლება ეს იყოს, ფრისტაილი, სნოუბორდი და ა.შ. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ჩატარების. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ბიძგი საქართველოში ამ მიმართულებით ინვესტიციებისთვის. რა თქმა უნდა, სახელმწიფო გააგრძელებს ძალიან დიდი აქცენტის გაკეთებას ამ მიმართულებით სახელმწიფო ინვესტიციების და კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის პარტნიორობის მოდელების გამოყენებას“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები