LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ზოგიერთ რესტორანში აცრილ თანამშრომლებს ბონუსებს აძლევენ

50
thumb-dvwsz7wl3f0pf3o

სარესტორნო ბიზნესი სხვადასხვაგვარად ხედავს პროცესში საკუთარ თავს: აცრილ თანამშრომლებს ხელფასის ნამატით, სტუმრებს კი ფასდაკლებით ახალისებს, – საკითხზე რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძე საუბრობს.

როგორც მან „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ნებისმიერ ბიზნესოპერატორს შეუძლია, საკუთარი შეხედულების მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება.

„ეს, ჩემთვის არის ზრუნვა მოსულ მომხმარებელზე და სტაფზე. ჩემი მხრიდან, ყველა ვაქცინირებულ ადამიანს ფასდაკლება აქვს ჩემს ობიექტებში, მაგალითად ,,სტეიკ ჰაუს1“- ში და აცრილ თანამშრომლებს ხელფასზე ნამატი აქვთ, მე ასე დავინახე სწორი ნაბიჯი ვაქცინაციისთვის. ამ შემთხვევაში, არავინაა ვალდებული, სახელმწიფოს რეგულაციებს იქეთ, რამე შეასრულოს, თუმცა მე ჩემის მხრივ, აცრილ ადამიანებს ვახალისებ,“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ,თბილისის რამდენიმე რესტორანმა სტუმრების მიღების წესი უკვე შეცვალა. ისინი მხოლოდ აცრილ, ანტიგენი, ან პსრ ტესტის მქონე სტუმრებს უმასპიძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g