LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და „არაკეთილგანწყობილ ქვეყნებს“ რუსეთში მდებარე საელჩოებსა და საკონსულოებში რუსეთის მოქალაქეების სამსახურში აყვანას აუკრძალავენ

57
მარია ზახაროვა

რუსეთის ხელისუფლება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს ე.წ. „არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ სიაში შეიყვანს. სიაში ასევე შევლენ ესტონეთი, ჩეხეთი, საქართველო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და უკრაინა, ასევე, სავარაუდოდ, ავსტრალია და კანადა.

შედეგად კი, ამ სახელმწიფოებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე საელჩოებსა და საკონსულოებში, რუსეთის მოქალაქეების სამსახურში აყვანას აუკრძალავენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით,  ეს სია პასუხია სხვა ქვეყნების მტრულ ქმედებებზე და რუსეთის „დაცვა“ „მტრული არამეგობრული აქციებისგან.“

საქართველო, აშშ-ი, გაერთიანებული სამეფო – კრემლი რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილ ქვეყნებს ასახელებს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g