LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

129
საგარეო საქმეთა სამინისტრო 32

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურისტული, კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და განაპირობებს ორივე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას შესაბამის რეგიონებში.

„2023 წლის 27 ოქტომბერს, ნიუ იორკში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის „დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“. დომინიკის თანამეგობრობის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა გაეროსთან დომინიკის თანამეგობრობის მუდმივმა წარმომადგენლმა ფილბერტ აარონმა.

დოკუმენტი ძალაში შევა ორივე მხარის მიერ შიდაპროცედურების დასრულებიდან ერთ თვეში“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

mazda magti 5g