LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და IFC-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

54

საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული სექტორების დაფინანსების გამო, როგორიცაა: საფინანსო სექტორი, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ჯანდაცვის სფერო, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ტურიზმი, კაპიტალის ბაზრის განვითარება.

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენელმა ფინანსთა მინისტრს გააცნო კორპორაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები და გამოთქვა მზაობა, მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდეს პარტნიორობა ქართულ მხარესთან საჯარო და კერძო სექტორის განვითარებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g