LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მოგვარება, საერთაშორისო დღის წესრიგში რაც შეიძლება მაღალ დონეზე უნდა იყოს: მაკა ბოჭორიშვილი

82
მაკა ბოჭორიშვილი

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები რუსეთთან კომუნიკაციაში საქართველოს საკითხს აყენებენ, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის მოგვარება, საერთაშორისო დღის წესრიგში რაც შეიძლება მაღალ დონეზე უნდა იყოს,” – ამის შესახებ განცხადება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისათვის, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები საერთაშორისო დღის წესრიგში იდგეს.

“ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ესაუბრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და საქართველო არის ამ საუბრის დღის წესრიგში. ჩვენ ნამდვილად ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენ წინაშე მდგარი გამოწვევები  საერთაშორისო დღის წესრიგში იდგეს,”- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც აშშ- ის სახელმწიფო დეპრტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, სხვა თემებთან ერთად საუბარი საქართველოში და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასაც შეეხო.

mazda magti 5g