LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 730-ზე მეტი სახეობის მინერალური წყალი მოიპოვება

227
1200px-Waterfall-in-Mtirala-National-Park

22 მარტს წყლის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დღის მიზანია უსაფრთხო წყლის მნიშვნელობის ხაზგასმა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გლობალური წყლის კრიზისის დასაძლევად მოქმედება აუცილებელია.

2021 წელს წყლის დაცვის მსოფლიო დღე ყურადღებას ამახვილებს წყლის მნიშვნელობაზე თითოეული ადამიანისთვის, მის ღირებულებებსა და იმ როლზე, რასაც ჩვენს ცხოვრებაში ასრულებს.

„წყლის რაოდენობის მხრივ, საქართველო, ერთ-ერთი, უმდიდრესი ქვეყანაა. საქართველოში, 730-ზე მეტი სახეობის მინერალური წყალი მოიპოვება, რომელიც ყველაზე საიმედოდ დაცული, სასმელი წყლის წყაროა. ქვეყანაში 26 060 მდინარე, 860-მდე ტბა, 786 მყინვარი, 44 წყალსაცავი და 8 ჩანჩქერია. საქართველო ტყით და წყლით მდიდარი ქვეყანაა და მათი დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება.

1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, წყლის საერთაშორისო დღე მსოფლიოში სხვადასხვა თემატიკით აღინიშნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები