LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები, მხოლოდ არიან კრიმინალები პოლიტიკაში – კობახიძე

81
20180922140633

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესი რთულია, თუმცა იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.

რაც შეეხება ოპოზიციის ძირითად მოთხოვნებს, კობახიძე პოზიციას არ ცვლის და ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.

“ჩვენ ვამტკიცებდით, რომ არჩევნები კი არ გაყალბდა, არამედ ოპოზიციამ გააყალბა PVT და ეს დავამტკიცეთ. ოპოზიცია ამტკიცებდა იმას, რომ გაყალბდა არჩევნები და ეს ვერ დაამტკიცა. აქ უკვე არის რადიკალური აზრთა სხვადასხვაობა და შესაბამისად, ეს აისახება შეთანხმების კონკრეტულ პუნქტებზეც.

ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, თუმცა ჩვენ და საზოგადოებამ ვიცით, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.

მხოლოდ საქართველოში არიან კრიმინალები პოლიტიკაში, მაგრამ არ არიან პოლიტპატიმრები. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის.

არჩევნები რომ არ გაყალბებულა და პოლიტპატიმრები რომ არ არსებობენ, ეს ვიცით და ოპოზიცია განსხვავებულ რამეს ამტკიცებს. შესაბამისად, აქ არის რა თქმა უნდა პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა და ბუნებრივია ეს აისახება თვითონ შეთანხმების პუნქტებზეც. რთული ამოცანა აქვს ბატონ დანიელსონს, თუმცა მე კვლავაც იმედს ვიტოვებ, რომ შეთანხმებამდე მივა ეს პროცესი“. – განაცხადა კობახიძემ.

ვფიქრობ, შეთანხმებას შევძლებთ – თალაკვაძე დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ

“ურთიერთკომპრომისი გარდაუვალია, ეს არ ნიშნავს, სამი დაგითმე და მოდი ორზე უარი თქვი” – სერგო ჩიხლაძის პროგნოზით, შეთანხმების კონტურები მალე გამოიკვეთება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g