LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში არ ვიცი არავინ, ვისაც სურს, რომ საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომის ნაწილი იყოს: კელი დეგნანი

117
კელი დეგნანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეხმიანება და განმარტავს, რომ „საქართველოში არ იცის არავინ, ვისაც სურს, რომ საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომის ნაწილი იყოს“.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კარგად იცის, რა გამოიარა საქართველომ რუსეთთან მიმართებით და რას განიცდის ქართველი ხალხი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.

„თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას“ – რა თქვა დღეს პრემიერმა EU-ს კანდიდატობასა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

„საქართველოში არ ვიცი არავინ, ვისაც სურს, რომ საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომის ნაწილი იყოს. უკრაინისადმი აღმოჩენილი უპრეცედენტო ჰუმანიტარული დახმარება და მხარდაჭერა კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ სად არის ქართველი ხალხის გული ამ ბრძოლაში. რაც რეალურად საჭიროა, ეს არაა ქართველებს შორის არსებული ბრძოლა და დაპირისპირება, არამედ ქართველებს შორის ერთობა. ეს არის საკითხი, რის გარშემოც ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ლიდერები გაერთიანდებიან ამ ქვეყნის მომავლის ინტერესებისთვის. ვიმედოვნებ, ისინი გვერდით გადადებენ მათ შორის არსებულ უთანხმოებებს ამ ქვეყნის სტაბილურობისა და კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე. ახლა ერთიანობაა საჭირო და არა ბრძოლა. დიდი სიამოვნებით ვიხილავ ქართველებს, რომლებიც ასრულებენ თავიანთ დევიზს „ძალა ერთობაშია“. ეს ისაა, რაც ახლა საჭიროა“, – დასძინა დეგნანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g