LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“, ჩვენ ამას არ დავუშვებთ – კახა კალაძე

193
kaldze

“არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“, ჩვენ ამას არ დავუშვებთ”,-ამ სიტყვებით გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციას.

როგორც მან აღნიშნა, ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობა” საბჭოთა ნოსტალგიამ შეიპყრო.

„დღეს ჩვენმა ოპონენტებმა გამართეს აქცია. ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის შემდეგ ასე თუ დამძიმდებოდნენ და საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ, ნამდვილად არ მეგონა. თუმცა, არჩევნების წინ საბოლოო ლუსტრაცია მოახდინეს. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება. ისე როგორც არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” პარტიული სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ წინასაარჩევნო შემაჯამებელ აქციაზე, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს სიმღერა “თბილისოს” ნაწილი რუსულად იმღერა.

გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებზე გაანალიზებული შეცდომებით, შეგნებული გამოცდილებით და ზუსტად დასახული მომავლის გეგმებით მიდის – ვაშაძე

ორი კუპლეტი „თბილისო“ რუსულად იმიტომ ვიმღერე, რომ გაეგოთ რუსებს როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ – ბუბა კიკაბიძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები