საქართველოში არჩევნები გაყალბდა. დონალდ ტრამპს არ მოსწონს გაყალბებული არჩევნები, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი FOX NEW-თან აცხადებს.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი მართლაც საქართველოს პრეზიდენტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, იგი პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს.
„საქართველოში არჩევნები გაყალბდა. დონალდ ტრამპს არ მოსწონს გაყალბებული არჩევნები. სალომე ზურაბიშვილი მართლაც საქართველოს პრეზიდენტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, იგი პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს.
ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც ომის დამნაშავე პუტინი თანამშრომლობს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, თეირანის რეჟიმთან და ყველა მათგანი ერთად მუშაობს ივანიშვილთან, რომელიც მილიარდერია და საქართველოში არჩევნები გააყალბა,” – განაცხადა უილსონმა.