LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში არის მომენტი, როცა კახასთვის შეგვეძლო გვეკითხა „ცუდად არის საქმე, ახლა რას ვშვრებით“ და მისი პასუხი იქნებოდა – „იბრძოლეთ“.. აგვიხსნიდა, რატომ არ შეგვიძლია დავამუხრუჭოთ ბრძოლა და რომ ჩვენი ბედი ჩვენ ხელშია“ – ანასტასია ბენდუქიძე მამაზე ემოციური პოსტს აქვეყნებს

205
Untitled design (2)

კახა ბენდუქიძის ქალიშვილი ანასტასია ბენდუქიძე სოციალურ ქსელში მამაზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ანასტასია წერს, დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შემყურე კახას რჩევა ბრძოლისკენ მოწოდება იქნებოდა.

ანასტასია ბენდუქიძე წერს, რომ კახამ თავისი ყველა ძირითადი რეფორმა და 2 საუკეთესო უნივერსიტეტის დაარსება სულ რაღაც 10 წელიწადში შეძლო და ახლა, 10 წლის შემდეგ ქვეყანამ სამწუხაროდ, არა ერთი პრინციპული ნაბიჯი უკან, წარსულისკენ გადადგა.

„ბოლო დღეებში მაგრად დამაკლდა კახა.

მგონი რეალურად ბევრს ენატრებოდა როგორც ქართველი მოღვაწე, რადგან ეხლა საქართველოში არის ეს მომენტი, როცა მას შეგვეძლო გვეკითხა „ცუდად არის საქმე, ეხლა რას ვშვებით“ და ვიცოდით რომ მისი პასუხი იქნებოდა ზუსტად ისეთი როგორიც ეხლა გვჭირდება – „იბრძოლეთ“. ძალიან მარტივ სიტყვებით, ყველასთვის გასაგებად, ალბათ ცოტა ირონიით, აგვიხსნიდა რატო არ შეგვიძლია დავამუხრუჭოთ ბრძოლა და რომ ჩვენი ბედი ჩვენ ხელშია.

რამდენიმე ხნის წინ, გავიაზრე რომ კახა ჩამოვიდა საქართველოში 2004-ში და ქვეყნიდან გააძევეს 2014-ში. ანუ მან განახორციელა თავისი ყველა ძირითადი რეფორმა და 2 საუკეთესო უნივერსიტეტის დაარსება სულ რაღაც 10 წელიწადში. ამის მერე უკვე გავიდა შემდეგი 10 წელი, და ჩვენ, სამწუხაროდ, არა ერთი პრინციპული ნაბიჯი უკან გადავდგით ჩვენი წარსულისკენ, რომელსაც კახა ებრძოდა მთელი მისი არსით.

სანიმ რომ გაიგო დღეს “კახა ბაბუს” დაბადების დღეა, ეგრევე მთხოვა რომ წავიყვანო მასთან, ტორტიც საყიდელიაო. მანქანების ტერმინებში ავუხსენი რომ კახას მოტორი – ანუ გული – აღარ მუშაობს, და საჭირო იყო რომ მას “დავაყენოთ” მიწის ქვეშ რომ არ გრძნობდეს ამ ყველაფერს.

მაშინ კახა ბაბუს ვიდეო მაჩვენეო.

ვზივართ ერთად და ვუყურებთ კახას ინტერვიუებს, როგორ ცეკვავს რუსკასთან და კიდევ უფრო ვგრძნობ როგორ მენატრება. მაგრამ დღეს არა როგორც ქართველი რეფორმატორი, არამედ უბრალოდ როგორც მამაჩემი და სანის ბაბუა.

გილოცავ და მის იუ 💔“, – წერს ანასტასია ბენდუქიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები