LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში აშშ-ს კომერციის ოფისის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა განიხილეს

165

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, აშშ-ში კომერციის მდივანს საქართველოში კომერციის ოფისის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა შესთავაზა, რომლიდანაც სამხრეთ კავკასია და რეგიონის სხვა ქვეყნები დაიფარება.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სადღეისოდ, ოფისი, რომელიც საქართველოს და რეგიონს ფარავს, თურქეთში მდებარეობს. ქართული მხარის მხრიდან ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ამერიკული კომპანიების ინტერესი საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ, ამდენად, მიზანშეწონილი იქნებოდა, კომერციის ოფისის წარმომადგენლობის საქართველოში ამოქმედება, რაც დამატებით სტიმულს მისცემდა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ბიზნეს-ურთიერთობების განვითარებას.

შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილსა და უილბურ როსს შორის ეკონომიკის მინისტრების დონეზე პირველად გაიმართა. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g