LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ავტომობილების გაყიდვა შემცირდა

77

საქართველოში ავტომობილების გაყიდვა შემცირდა, თუმცა ავტომობილების ბიზნესის წარმომადგენლები ბაზრის ამ სეგმენტის  გამოცოცხლებას გაზაფხულზე ელიან.

როგორც ”ფორტუნას” ავტობაზრობა ”ავტოპაპას” მარკეტინგის მენეჯერმა სტელა კამანდაროვამ განუცხადა, ავტომობილების გაყიდვები დროებით შემცირებულია, თუმცა ამაში უცნაური არაფერია.

“ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ყოველ წელს, ზამთრის პერიოდში გაყიდვები მცირდება. რომელიმე კონკრეტული მარკის ავტომობილზე განსაკუთრებული ვარდნა არ შეინიშნება. ავტობაზრობა ჩვეულ რეჟიმი მუშაობს”, – აღნიშნა კამანდაროვამ.

მისივე ინფორმაციით, ”ავტოპაპაში” გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ავტომობილების გაყიდვების ზრდას პროგნოზირებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g