LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბელარუსიდან იმპორტირებულ ნაწარმზე დიდი მოთხოვნაა

854

საქართველოში ბელარუსიდან იმპორტირებულ ნაწარმზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ამაზე მაღაზია ”ბელარუსკი”-ს გაყიდვებიც მიუთითებს.
როგორც ”ფორტუნას” მაღაზიის დამფუძნებელმა, გიორგი სეფიაშვილმა განუცხადა, პირველი სავაჭრო ობიექტის გახსნის დროს არსებული მოლოდინები მაღაზიამ გაამართლა.

”არ მეგონა ადგილობრივ ბაზარზე ბელარუსიდან იმპორტირებულ ნაწარმზე ასეთი მოთხოვნა თუ იქნებოდა. ალბათ ეს ყოველივე პროდუქციის მაღალმა ხარისხმა და მისმა დაბალმა ღირებულებამ განაპირობა. ჩვენთან არსებული ფასები, ძირითადად, საშულოა ფენაზეა გათვლილი. რაც შეეხება ხარისხს, ბელარუსში წარმოება უმაღლეს დონეზეა განვითარებული”, – აღნიშნა სეფიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ”ბელარუსკის” მაღაზიაში ამ ეტაპზე წარმოდგენილია 200 დასახელების პროდუქტი, მათ შორის: თევზეული, ხორცი, რძის ნაწარმი, ულაკოჰოლო სასმელები, არაყი, ჯემები, მჟავები, ნაყინები და სხვა.

”საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ გავხსენით ”ბელარუსკის” რიგით მეორე ფილიალი, რომელიც აბაშიძის 10 ნომერში განთავსდა სამომავლოდ გაფართოებას კვლავ ვგეგმათ, მათ შორის რეგიონების მასშტაბითაც”, – განმარტა მაღაზიის დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, ”ბელარუსკის” პირველი მაღაზია 2016 წლის აგვისტოში გაიხსნა და ის ვაჟა-ფშაველას გამზირზე განთავსდა.

 

15328230_13

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g