LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბენიამინო ჯილის  სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

138
კლასიკური მუსიკის აკადემია

1-2 მაისს, ტრადიციულად, საქართველოში ბენიამინო ჯილის სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსი/ფესტივალი გაიმართება.

ბენიამინო ჯილი (Beniamino Gigli 1890-1957) – იტალიელი საოპერო მომღერალი (ტენორი) და მსახიობია, რომელიც  მიჩნეულია ენრიკო კარუზოს მემკვიდრედ

ბენიამინო ჯილის  სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსი- ფესტივალი დაფუძნებულია:  თბილისის კლასიკური მუსიკის აკადემიის (საქართველო) და იტალიაში არსებული ბენიამინო ჯილის ასოციაციის მიერ.

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსი – ფესტივალი  ხორციელდება: საქართველოს კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით.

კონკურსის მიზანია: იტალიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება,  კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია; , საქართველოს მასშტაბით ნიჭიერი ქართველი ბავშვების აღმოჩენა/ხელშეწყობა, რათა მოხდეს მათი შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენა. 

კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ  სხვადასხვა სახელოვნებო სკოლის წარმომადგენლები, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები სხვადასხვა მიმართულებით (სოლო აკადემიური, საფორტეპიანო, საორკესტრო-სიმებიანი, ანსამბლები).

კონკურსს ჰყავს საერთაშორისო კომპეტენტური ჟიური, მოხდება გრან-პრის მფლობელის გამოვლენა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს  იტალიაში გამართულ ბენიამინო ჯილის კონკურსზე.

 კონკურსის ფორმატი:

 1 მაისი 11: 00 სთ – კონკურსანტების  მოსმენა. შერჩევა  (მისამართი: მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრი „მუზა„ მ. ბერძენიშვილის #1);

 2 მაისი:  17:00 სთ – გალა კონცერტი გამარჯვებულების გამოვლენა ( მისამართი:  ეროვნული სასახლე  – რუსთაველის გამზირი #6)

კონკურსის ფარგლებში, თბილისს  ეწვევა:   რობერტო საბატინი  ბენიამინო  ჯილის ასოციაციის   ვიცეპრეზიდენტი,   ბენიამინო ჯილის ოჯახის წარმომადგენელი, მუსიკოსი (შვილიშვილი)  სერჯო ვინჩენცონი და  ბენიამინო ჯილის მუსიკის სამოქალაქო სკოლის წარმომადგენლები.

 აღსანიშნავია, რომ  გასული წლის  30 ნოემბერს,  იტალიაში,  ქალაქ, რიკენატაში ჯუზეპე პერსიანის სახელობის თეატრში,  თბილისის კლასიკური მუსიკის აკადემიის სრული  მხარდაჭერით, „ბენიამინო  ჯილის სახელობის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულების, ორი გრან – პრის მფლობელის: ელენე გველესიანი(soprano) და ერეკლე გურგენიძე (baritono)  სოლო კონცერტი გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g