LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია

102

საქართველოში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა“ საქართველოში ბუნებრივი გაზის მემილიონე მომხმარებელი დაასაჩუქრა.
მემილიონე ოჯახი, რომელიც საქართველოში ბუნებრივ აირს მოიხმარს, აჭარის რეგიონის, სოფელ ხუცუბანის მკვიდრი მახარაძეები არიან.
დღეისათვის კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზს“ აჭარაში 66 821 აქტიური და პოტენციური აბონენტი ჰყავს, საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენების საერთო სიგრძე კი 972.6 კმ-ია.
2017 წლის ბოლომდე კომპანია „სოკარი“ 360 კმ-იანი მილსადენის აშენებას და 8 935 აბონენტის გაზიფიცირებას გეგმავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა, ბუნებრივი გაზის მემილიონე მომხმარებლის ქსელზე მიერთება საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს.