LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობის 94%-სთვის

114
ლევან დავითაშვილი

„ენერგეტიკა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია, რომლის შეუფერხებელ მუშაობაზეც დიდწილადაა დამოკიდებული სხვა ეკონომიკური სექტორების გამართული ფუნქციონირება და შემდგომი ზრდა-განვითარება,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოვლისას.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის სწორად და ოპტიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გრძელდება ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა.

მისი თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების და გადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით, მომდევნო წლებში საქართველოში, დამატებით, 1000 კმ-ზე მეტი ელექტროგადამცემი ხაზი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა აშენდება, მათ შორის, გაძლიერდება მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზები. ასევე, მიმდინარეობს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე მუშაობა, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება.

მინისტრის განცხადებით, გაზიფიცირების შესახებ მთავრობის განკარგულებაში შესული ცვლილების შედეგად, არსებული გეგმით გათვალისწინებული დასახლებების სიას 154 დასახლებული პუნქტი დაემატა. სამუშაოების დასრულების შემდგომ ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით  94 პროცენტისთვის.

ლევან დავითაშვილმა ყურადღება ასევე გაამახვილა სამინისტროს აქტივობებზე ენერგოეფექტურობისა და მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის განვითარების მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები