LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჩამოსულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ

272
BeFunky-collage (9)

ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდათ, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

საუბარია ორ არასრულწოვანზე, რომლებიც ირანიდან გუშინ ჩამოვიდნენ საქართველოში დედასთან ერთად და მაღალი ტემპერატურის გამო ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. 8 და 10 წლის მოზარდები ირანის ქალაქ ყუმიდან არიან, სადაც კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ინფექციურში ირანის სამ მოქალაქეს აკვირდებიან

ამასთან, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველო ჯერ კიდევ დაბალი რისკის ქვეყანაა, რადგან  ვირუსი ჯერ არ არის დაფიქსირებული, თუმცა დასძინა, რომ ირანში კორონავირუსის გავრცელა ძალიან საყურადღებოა, რადგან საქართველოს ირანთან ბევრად მჭიდრო ურთიერთობა აქვს, ვიდრე ჩინეთთან.

"ცნობები შემაშფოთებელია" - ირანში კორონავირუსი სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული

ირანში არსებულ ვითარებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ეხმაურება.

ბოლო მონაცემებით, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში,  ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 2 345-ს მიაღწია. ბოლო ერთი დღის განმავლობაში ვირუსით დაინფიცირების 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 76 000 აჭარბებს.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის გამოვლენილი.

 

 

პოპულალურები