LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციურში ირანის სამ მოქალაქეს აკვირდებიან

631
BeFunky-collage (2)

ინფექციურ საავადმყოფოში ირანის სამი მოქალაქე შეიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთს ტემპერატურა აღენიშნება. სამივე მათგანი საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც ცნობილია, ისინი ერთი ოჯახის წევრები – დედა და შვილები არიან.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, კორონავირუსთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში ირანში ოფიციალურად დადასტურებულია ლეტალური შემთხვევები, ამიტომაც საჭიროა შესაბამისი ზომების გატარება.

“რაც შეეხება ამ სამ ადამიანს, ერთ-ერთ მათგანს შემოსვლისას ჰქონდა ტემპერატურა და შესაბამისი სიმპტომები და ამიტომ მოხდა მათი გადაყვანა ინფექციურ საავადმყოფოში. იქ ტარდება შესაბამისი კვლევები. ასევე აღებული იქნება ნაცხი კორონავირუსულ ინფექციაზე და ამის შემდეგ გადაწყდება შემდგომი ტაქტიკა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში,  ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 2 345-ს მიაღწია. ბოლო ერთი დღის განმავლობაში ვირუსით დაინფიცირების 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 76 000 აჭარბებს.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის გამოვლენილი.

ორკვირიანი კარანტინი საჩხერეში - ჩინეთიდან საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა

აქვთ თუ არა ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს საეჭვო სიმპტომები?

 

პოპულალურები