LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელი ტურისტების სასტუმროებში განთავსება დღეს დილიდან დაიწყო

183
274872752-318157800355033-6786516195829482350-n

საქართველოს ხელისუფლების ჰუმანიტარული დახმარება ტურისტული მიზნით ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციით, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელი ტურისტების სასტუმროებში განთავსება დღეს დილიდან დაიწყო.

კერძო სექტორმა თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოთქვა სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დაუთმოს სასტუმრო უკრაინელ ტურისტებს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აამოქმედა ცხელი ხაზი 0 800 800 909, რომელიც ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში და საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ ტურისტებს შეუძლიათ, მიიღონ ყველანაირი სახის ინფორმაცია და დახმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები