2019 წელს, სამუხის ველზე საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ქურციკების მეხუთე თაობა გამოჩნდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ყოველი თაობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში ამ სახეობის სრულფასოვანი პოპულაციის აღდგენისათვის.
ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ქურციკების რეინტროდუქციის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. 2019 წლის 13 თებერვლიდან, ქურციკების სახეობის აღდგენის პროექტის ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალა.
ფოტომასალის ავტორია: ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მონიტორინგის სპეციალისტი- ვაჟა ყოჩიაშვილი.



