შესაძლოა, მალე ქვეყანაში დასაქმებისას ასაკობრივი ზღვარი გაუქმდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალაქის მაკა მინდაშვილის საკანონმდებლო წინადადებაშია საუბარი, რომლითაც მან პარლამენტს მიმართა. მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, გადაწყვეტილება კი კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.
საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, ნებისმიერ სამსახურში ასაკობრივ ზღვარზე ყურადღების გამახვილება, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.